More

    „მოერიდეთ მზის ნეგატიურ სხივებს უახლოეს 3 დღეში, დალოცეთ ყველა“… – როგორ უნდა მოიქცეთ მზის დაბნელებისას

    spot_img
    ცაგარელი

    დღეს, 10 ივნისს მზის დაბნელებაა. ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში მოსახლეობას ურჩევს თუ როგორ უნდა შეხვდეს ამ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ დღეს.

    „ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ივნისს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა…

    მშვიდად განვლეთ ეს დღე, მოერიდეთ მზის ნეგატიურ სხივებს უახლოეს 3 დღეში…

    ნუ გადაიღლებით, როგორც ფიზიკურად და გონებრივად, ასევე ფსიქოლოგიურად და სულიერად…

    ძალიან კარგია ლოცვა, მედიტაცია, ახალი საქმეების ფურცელზე ჩამოწერა…

    მოერიდეთ რთულ საკვებს, მიირთვით მსუბუქი საკვები, სეზონური ხილ-ბოსტნეული 80% უმი სახით…

    დაისვენეთ და მოუსმინეთ შინაგან ხმას…

    შეიმეცნეთ თქვენი თავი და გაუგზავნეთ სამყაროში ყველას თავისუფლება, სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიყვარული, შენდობა და მზის სხივები…

    დალოცეთ ყველა ბავშვი,
    დიდი და პატარა,
    ყველა სულიერი,
    მოხუცი და ახალგაზრდა,
    ქალი და კაცი,
    ბიჭი და გოგო…
    მტერი და მოყვარე
    ყველა დალოცეთ…

    სიკეთე გქონოდეთ“,- წერს ცაგარელი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !