More

    „მოვედი მშვიდად, გამიზომეს სიცხე… ღმერთმა ქნას და ეს იქნება ნამდვილად ხსნა…“ – წურწუმია

    spot_img
    ლელა წურწუმია

    მომღერალი, ლელა წურწუმია 24 მაისს „სინოფარმის” ვაქცინით აიცრა. მისი თქმით, ვაქცინაცია ცხოვრების ნორმალურად გასაგრძელებლად და ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია.

    დაკარგული შვილი, ძალადობის მსხვერპლი, მდიდრული სახლი და წარმატებული ქალი – ლელა წურწუმიას უცნობი ამბები

    „ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში. არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი ოჯახი, მამულიჩა, მარიამი, ჩემი დები, დისშვილები, ვიცრებით. ფაქტობრივად, ერთი წელია, ჩვენ საქმეს ვეღარ ვაკეთებთ, ჩვენი პროფესია მიბმულია ხალხმრავლობასთან.

    ჩემ კონცერტებზე არის ზეანშლაგები და ბევრი მაყურებელი მოდის, ამიტომაც უნდა ვიყო დაცული, რომ არ დავინფიცირდე. მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდე ჩემ მაყურებელსაც.

    VIDEO: ,,უჩივლებ მამულიჩ?”- ნახეთ, რას უკეთებს ლელა წურწუმია მამულიჩას

    საქმე იქითკენ მიდის, რომ ყველას მოგვიწევს აცრა და თუნდაც იმიტომ, რომ ახლა ზაფხულია, ცხელა და იმდენად რთულია პირბადით სიარული, რომ მართლა შემწუხებია გული და ცუდად გავმხდარვარ.

    წარმოგიდგენიათ, სიცხეში კიდევ პირბადე რომ გიკეთია, რომელიც კიდევ უფრო მეტად ართულებს სუნთქვას? ჩემი ბენდის წევრებიც დარეგისტრირდებიან და აიცრებიან აუცილებლად…

    მოვედი მშვიდად, გამიზომეს სიცხე, შევავსე ბლანკი, გამომკითხეს ჯანმრთელობის შესახებ… ავიცერი… ჩემთვის, ღმერთმა ქნას და ეს იქნება ნამდვილად ხსნა…“, – განაცხადა წურწუმიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !