More

    „მოვითხოვეთ სიტყვა და არ მოგვცეს“ – ელისაშვილი

    spot_img

    პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას სურვილი ჰქონდა ბოიკოტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოხმაურებოდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა. 

    ელისაშვილი ამბობს, რომ მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

    „არასასიამოვნო და უცნაური რამ მოხდა, ჩვენ მოვითხოვეთ სიტყვა და არ მოგვცეს. მინდოდა, საერთო ოპოზიციური მონაპოვარი დამეცვა.

    რაღაც სხვა საკითხის შემდეგ თქვეს, რომ სიტყვას მოგვცემდნენ. არჩილ თალაკვაძეს კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა აზრი.

    მინდოდა, ამაზე რეაქცია მქონოდა და მეპასუხა, ამის საშუალება არ მომეცა. შემდეგ თალაკვაძემ ძალიან ამაყად ჩაიკითხა, მემორანდუმის პუნქტები – არჩევნები რომ თითის ანაბეჭდით ჩატარდება, რომ შტრიხკოდი ექნება თითოეულ ბიულეტენს. ეს არის ზუსტად ბოიკოტის დამსახურება“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „რადიკალური ოპოზიცია რასაც ჩვენგან ითხოვდა ის, რომ გაგვეკეთებინა, „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა პარლამენტში“ – თალაკვაძე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here