More

    „მოზარდი მამასთან ერთად ცხოვრობს, დედა კი ემიგრაციაში ჰყავს“ – 3-წლიანი ძალადობის საქმის ახალი დეტალები

    spot_img
    ლენტი ავარია

    38 წლის სკოლის დარაჯი 14 წლის ბიჭის მიმართ, სექსუალურ ძალადობაშია მხილებული. როგორც ბიჭის ჩვენებაშია ნათქვამი, კაცი, რომელიც სკოლის დარაჯის ფუნქციებსაც ითავსებდა, 3 წლის განმავლობაში აუპატიურებდა.

    როგორც ცნობილია, მამაკაცს სკოლასთან ახლოს მიტოვებულ შენობაში მიჰყავდა მოზარდი და იქ აუპატიურებდა.

    „სკოლის 38 წლის დარაჯი 14 წლის ბიჭს 3 წლის განმავლობაში აუპატიურებდა“ – შემზარავი საქმის დეტალები

    სამართალდამცველებს ამ ამბის შესახებ ინფორმაცია სკოლის დირექციამ მიაწოდა.

    „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მოზარდი მამასთან ერთად ცხოვრობს და დედა ემიგრაციაში ჰყავს.

    მედიასთან საუბრისას ირკვევა, რომ დაკავებული მამაკაცის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა. როგორც 40 წლამდე კაცის მამა ამბობს, ის მხოლოდ ფიზიკურად ძალადობდა მოზარდზე და არა სექსუალურად.

    დედის თქმით, ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა.

    „ის ბავშვი თბილისში დაჰყავდათ და იძულებით ათქმევინეს-ო, დირექტორი დაჰყვებოდა-ო… დააშინეს-ო… პოლიცია ეუბნებოდა თუ იტყვი რომ გაგაუპატიურაო არ დაგიჭერ-ო…“- ამბობს დაკავებულის დედა.

    ინფორმაციისთვის, მოძალადე უკვე დაკავებულია, არასრულწლოვანი კი მშობელთან ერთად გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !