More

    „მორგში ჩამათრიეს და გათბობის მილზე მიმაბეს… გვერდით ორი გაფატრული მიცვალებული იწვა“ – ყოფილი პატიმრის გაუხმაურებელი ამბავი

    spot_img

    ყოფილი პატიმარი, ციხეში გადატანილი წამების შესახებ იმ ფაქტებს იხსენებს, რომელიც 2011 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა.

    „მანქანაში ჩამტენეს, უკანა სავარძელზე დამაგდეს და ტრუსი გაიხადეო, მითხრეს… ორივემ გამაუპატიურა“ – გაუხმაურებელი ამბავი

    აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გაზეთი „ასავალ – დასავალი“ ავრცელებს:

    „ციხის ექიმს, წამალი ვთხოვე, რადგან ცუდად ვიყავი. ციხის უფროსის მოადგილე მაიზერი (მას სვანური გვარი აქვს, რომელიც აღარ მახსოვს) ამოვიდა მუქარით – როგორ ბედავ და წამალს ითხოვო და ხელი გამარტყა, მერე კაბინეტში წამიყვანა და მაიძულებდა – დამიწერე, რომ შენი დისშვილები 2005 წელს „წრიპამ“ („კანონიერი ქურდის“ მეტსახელია) მოკლაო, არადა, ზუსტად ვიცოდი ვინ მოკლა ისინი, მკვლელმა მერე ციხეში თავი ჩამოიხრჩო… თუ დამიწერ, წამლებსაც მოგცემ და ყველა პრობლემას მოგიხსნიო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი.

    მეორე დღეს ოპერატიულმა მორიგემ, საკნიდან ისევ მაიზერთან ჩამიყვანა. იქ სხვებიც იყვნენ. ისე მცემეს, ნეკნები დამიმტვრიეს.

    მერე მორგში ჩამათრიეს და გათბობის მილზე მიმაბეს. ჩემგან ორ მეტრში ორი გაფატრული მიცვალებული იწვა. მილზე გაკეთებული წარწერა დამამახსოვრდა, რითაც ნებისმიერ დროს დავამტკიცებ, რომ მორგში ნამდვილად ვიყავი…

    გაჭრილი ტომრიდან ქალის დასახიჩრებული სხეული გამოჩნდა, პოლიციელს იარაღი ხელიდან გაუვარდა – სისხლიანი შურისძიება თბილისში

    წამება მილზე მიბმის შემდეგაც გააგრძელეს. ცერა თითებზე „პლოსკოგუბცი“ (ბრტყელტუჩა) მომიჭირეს. სისხლი მდიოდა და ტკივილს ჭკუიდან გადავყავდი.

    მას შემდეგ თითებზე ფრჩხილები აღარ ამომდის. მთელი ღამე მორგში დამტოვეს. საშინელი შეგრძნება იყო, რომ ვიხსენებ დღემდე ცუდად ვხდები.

    მაშინ ხელები თავისუფალი რომ მქონოდა, აუცილებლად მოვიკლავდი თავს. იმ ღამის შემდეგ ეპილეფსია განმივითარდა, რომლითაც დღემდე ვიტანჯები“, – ამბობდა ყოფილი პატიმარი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !