More

    მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა?

    spot_img
    დავით ნარმანია

    სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ იმპორტი გაიზრდება, გაუარესებული კურსის პირობებში, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

    „ელექტროენერგიის ნაწილში, ამ ეტაპზე, რაიმე სახის გადაანგარიშებები მოსალოდნელი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ შედარებით ახალი დადგენილია ელექტროენერგიის ტარიფი. გარდა ამისა, ამ გაზაფხულზე გვაქვს კარგი ჰიდროლოგია საქართველოში არსებული უხვი ნალექებიდან გამომდინარე. ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ელექტროენერგიის წილი საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ კალათაში. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ადგილობრივი გენერაცია უნდა განვითარდეს და ადგილობრივი ჰესები უნდა ავაშენოთ. ჩვენ თუ იმპორტი გაგვეზარდა ენერგიის ნაწილში, გაუარესებული კურსის პირობებში ბუნებრივია ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს“, – განაცხადა ნარმანიამ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !