More

    მოსახლეობას ვაქცინებზე შეუზღუდავი წვდომა ექნება – ცერცვაძე

    spot_img
    თენგიზ_ცერცვაძე

    საქართველოში შემოვა ვაქცინები შეუზღუდავი რაოდენობით, მათ შორის „ნოვოვაქსი“, „ფაიზერი“, „ასტრა-ზენეკა“, ჩინური ვაქცინები და მოსახლეობას შეუზღუდავი წვდომა ექნება – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

    „მსოფლიოში შეიმჩნევა ერთი სერიოზული ტენდენცია: იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია აცრილი – ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, შეიმჩნევა ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების შემთხვევების სერიოზული კლება.

    იქ, სადაც ვაქცინაციის პროცენტი დაბალია, ჯერჯერობით ასეთი ტენდენცია არ შეიმჩნევა საქართველოში გვიან დაიწყო ვაქცინაციის პროცესი.

    ტემპები თანდათან ძლიერდება, მოსახლეობამ დაძლია სერიოზული სკეპტიციზმი, არაჯანსაღი ძალების პროპაგანდა, რომ ვაქცინაცია, შესაძლოა, სახიფათო იყოს, მოჰყვეს გართულებები, რომლის მართვისთვის ქვეყანა მზად არ არის. ეს უკვე წარსულში დარჩა, მოსახლეობამ ირწმუნა, რომ ეს ასე არ არის.

    სამწუხაროდ, ვაქცინაციის დაწყებიდან პირველივე დღეებში იყო გართულება, თუმცა მას შემდეგ გართულება თუ ფიქსირდებოდა, სიცოცხლისთვის არა საშიში გართულებები, ძალიან წარმატებით მართავდნენ სავაქცინო პუნქტებში.

    ვაქცინაციის კუთხით ჩვენ კარგი პერსპექტივები გვაქვს, თუმცა დღეისთვის სერიოზულად ჩამოვრჩებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. სულ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია ვაქცინირებული“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

    მისი თქმით, კარგია, რომ პიკი გადავიარეთ და ეს დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად აღარაა შეზღუდვები.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !