More

    მოქალაქეებს ჯამში, 4 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ – ნახეთ, ხართ თუ არა თქვენ სიაში

    spot_img
    ფული დახმარება

    საქართველოს პარლამენტმა კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, მოქალაქეებს 112-ის წინაშე დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერებათ.

    აღნიშნული ცვლილების თანახმად, პირებს, რომელთა ავტომობილებიც, კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დაცულ ავტოსადგომზე 2020 წლის 1 სექტემბრამდე განთავსდა და დღემდე არ მომხდარა მათი გაყვანა, ერთჯერადად, 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საშუალება ეძლევათ, დაიბრუნონ საკუთარი ავტომობილი.

    ამასთან, მათ სრულად ჩამოეწერებათ 112-ის წინაშე დაგროვილი დავალიანება, რომლის საერთო ოდენობა, დღეის მდგომარეობით, 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

    აღნიშნული შეღავათით სარგებლობა უფლებამოსილ პირებს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

    გარდა ამისა, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შეიქმნა სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტომანქანების ადმინისტრირებისა და მათი სადგომიდან გაყვანის ეფექტიანი მექანიზმი, რაც სამომავლოდ გამორიცხავს მოქალაქეთათვის მსგავსი დავალიანების დაგროვების რისკებს.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებისა და დგომის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

    ეს მიმართულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანასა და აღნიშნულ სადგომზე მისი დგომის უზრუნველყოფას.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !