More

    „მოცურავე კოტეჯი“ შაორის ტბაში – ამქვეყნიური სამოთხე, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

    spot_img
    შაორი ტბაზე

    ტყიბულის ბოლო „პერევალი“, გახშირებული გულის ცემა, უმშვენიერესი პეიზაჟი, ხელისგულზე დატეული სამყარო, წყალზე ღრუბლებისა და ტყის ანარეკლი – ამ ყველაფერს შეიგრძნობ თუკი რაჭაში წახვალ…

    შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ადგილი, რომლითაც სრულიად შეიგრძნობთ შაორის ძალაუფლებას?

    დიახ, წარმოიდგინეთ, თქვენს მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან ერთად ხართ შუაგულ შაორში და გრძნობ, რომ ძალაუფლებას ფლობ.

    გახშირებულად სუნთქავ სუფთა ჰაერს და დიდი სივრცის შიშიც კი გიპყრობს…

    shaori_o_h.jpeg

    ვის არ უნდა მსგავს ადგილას მოხვედრა და მეგობრებთან ერთად დროის გატარება?

    ვახტანგ იაშვილი, პროექტ „შაორი შელე’ს“ იდეის ავტორია.

    მან შეძლო შეექმნა მოტივტივე კოტეჯი, სადაც მეგობრებთან ერთად შაორის წიაღში კარგ დროს გაატარებთ.

    მისი ინსპირაციის წყარო, როგორც „დაიჯესტთან“ საუბრისას ამბობს შაორის ტბაა. თავად ამბროლაურის რაიონიდან გახლავთ, წყლისა და შაორის სიყვარულმა კი მცურავი კოტეჯი გააკეთებინა.

    shaori_o_h.jpeg

    shaori_o_h.jpeg

    „გასულ წელს გაგვიჩნდა მე და ჩემ მეგობარს კოტეჯის შექმნის იდეა და მიზნის მისაღწევად ერთი წელი დაგვჭირდა.

    ეს კოტეჯი გათვლილია 8-10 ადამიანზე, თუმცა ღამის გათევა 2 ადამიანს შეუძლია.

    დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა. კოტეჯი 30 დამოუკიდებელ ბალონზეა დადგმული, თუკი 5 ბალონი მაინც დაზიანდა ერთ მხარეზე ესეც კი არ ქმნის პრობლემას, თანაც ამდენი ბალონის ერთდროულად დაზიანება წარმოუდგენელია.

    რაც შეეხება შაორზე მაქსიმალურ ღელვას, ამ დროსაც კი, კოტეჯი სტაბილურია, ჩაძირვისა და გადაბრუნების შანსი არ არსებობს.

    აგრეთვე, აღჭურვილია სამაშველო ჟილეტებით და არის კატერი, რომელიც კოტეჯს ემსახურება და მასთან 24 საათიანი კონტაქტი გექნებათ“,- ამბობს იაშვილი.

    მისივე თქმით, კოტეჯს აქვს სრული თბო იზოლაცია, აქვს სამზარეულო, აბაზანა და ყველა სეზონითვის შესაფერისი პირობებია.

    ვახტანგ იაშვილი, სამომავლოდ კოტეჯების რაოდენობის გაზრდასა და მცურავი ბუნგალოს დამატებას აპირებს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !