More

    „მოძალადემ ჯერ კომპლიმენტი უთხრა, მაგრამ როდესაც გაიგო რომ ტრანსგენდერი ქალია დაარტყა“ – თავდასხმა თბილისში

    spot_img
    თანასწორობის აღმნიშვნელი
დროშა

    თბილისში, უცნობი პირი ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხა. ინფორმაციას „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს. არსებული ცნობების თანახმად. შემთხვევა 4 ივნისს ღამის საათებში, დიდუბის ტერიტორიაზე მოხდა.

    როგორც „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა. თავდამსხმელს თან ახლდა ორი პირი, რომლებმაც თავდამსხმელი განარიდეს დაზარალებულს. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს.

    დაზარალებულის ინტერესებს „თანასწორობის მოძრაობა“ იცავს. საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა. ბრალდებული 2 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. „თანასწორობის მოძრაობაში“ აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის ნიშანი, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 126-ე, ძალადობის მუხლით.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !