More

    „მრავალგზის იმედგაცრუების შემდეგ ვწერ ამას, მენდეთ… უკვე ზუსტად ვიცი“ – მაკა რაზმაძე

    spot_img
    ჯურნალისტი მაკა რაზმაძე

    ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.  სადაც იმ გვერდებს, და მათ პროდუქციას – ფასისა და ხარისხის შეუსაბამობას, ეხმაურება, სადაც, როგორც წესი, მომხმარებლებს ნივთის საფასურს საჯაროდ არ უმხელენ და ხშირად წერენ კომენტარში  – „პირადში მოგწერთ.“

    „სულ მინდოდა ამის დაწერა და ბარემ დავწერ ახლა.

    როცა აქ რაიმე გასაყიდ ნივთზე კითხულობთ ფასს და გეუბნებიან – „პირადში მოგწერთ“, უკვე იცოდეთ, რომ არის იაფფასიანი ის ნივთი და ღირს იმის ნახევარი, რასაც მოგწერენ იმ „პირადში”.

    დიდი ხანია ამას ვაკვირდები და უკვე ზუსტად ვიცი, რომ ასეა. სათვალეს, რომელიც აქ ღირდა ვითომ 44, 50, 60 ან მეტი ლარი, სინამდვილეში ყრია ბაზრობებზე და ღირს 15-20 ლარი.

    ასევე ლინზები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ სხვა ნივთები,“-წერს მაკა რაზმაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !