More

    მტკივნეული იყო იმის ნახვა, თუ როგორ მინელდა და მოკვდა გუშინდელი გადაცემის მონაწილეებში ცნება „ქართველი“ – დავით ჩიხელიძე

    spot_img

    „გუშინ მთელი დღის განმავლობაში კარგად შეფუთული შოუ ვიხილეთ, შესანიშნავი თეატრალური დადგმა. მაყურებელმა იხილა ცრემლი, პომპეზური დახვედრა, ფეხზე წამომდგარი სტუდია, ღალატისთვის გმირობის დარქმევის, ხოლო საქართველოს მიწის დამთმობთათვის გმირის მანტიის მოსხმის მცდელობა, რაც საბედნიეროდ არ გამოვიდა“ – ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ტვ პირველის ეთერში დავით გარეჯის საქმეში ბრალდებულის ივერი მელაშვილის სტუმრობას.

    მისი შეფასებით, ამაზრზენი და სამარცხვინო იყო ყოველივე ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, განსაკუთრებით პოლიტიკოსთა ნაწილის მონდომება, რომლებიც იმის თქმაში, რომ დავით გარეჯა საქართველოს ტერიტორია არ არის, ერთმანეთს ეცილებოდნენ:

    „კულმინაცია მთავარი „გმირის“ ეპოქალური გამოსვლა იყო, რომელმაც თქვა, „როგორ არის შენი, როცა არ არის შენი? არა გაქვს ამისი საფუძველი… ვიღაცის, უკაცრავად, ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, იმის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი, არ დაგითმობს არასოდეს“. გუშინდელი გადაცემა რაღაც კუთხით დადებითი იყო, რადგან ამდენი მოღალატის ლუსტრაცია და ერთად შეკრება არ არის მარტივი ამბავი. მადლობა, რომ საზოგადოებას თეთრი და შავი აჩვენეს. ვფიქრობ გუშინდელი გადაცემის შემდეგ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც კითხვის ნიშნები ჰქონდა, ხომ არ იყო დავით გარეჯას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, კითხვის ნიშნები მოეხსნათ და ახლა გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით გარეჯის საქმე არის ერთი დიდი ღალატის ამბავი, რომელსაც პოლიტიკასთან შემხებლობა არ აქვს. მტკივნეული იყო იმის ნახვა, თუ როგორ მინელდა და მოკვდა გუშინდელი გადაცემის მონაწილეებში ცნება „ქართველი“.

    პ.ს. საზოგადოების გარკევული ნაწილი 2008 წელს, ასევე, ტაშით შეხვდა, საქართველო ტერიტორიების დაკარგვის მთავარ აქტორს. ისტორია მეორდება. 2021 წელს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ქართული მიწების დამთმობს კვლავ ტაშით ხვდება,“ – აღნიშნავს ჩიხელიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here