More

    „მუდმივი სპეკულაცია მანდატების უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, არასწორია“ – თინა ბოკუჩავა

    spot_img

    „ჩვენს პარტიას გვაქვს მიღებული ძალიან მკაფიო და პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

    ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მუდმივი სპეკულაცია და მცოცავი თარიღის წარმოება მანდატების უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, არასწორია.

    „ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები, სანამ პოლიტიკაში ვარ, იქ სადაც იყო და არის ჩემი პარტია. ჩვენს პარტიას გვაქვს მიღებული ძალიან მკაფიო და პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება და ამიტომ “ქართული ოცნების” მხრიდან ეს მუდმივი სპეკულაცია და მცოცავი თარიღის წარმოება მანდატების უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, მივიჩნევ რომ ძალიან არასწორი პოლიტიკაა“, – განაცხადა ბოკუჩავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

    მანვე დასძინა, რომ რჩება დიდი გულშემატკივარი პოლიტიკური შეთანხმების, თუმცა შეთანხმების შესაძლებლობა ნულამდეა დაწეული.

    ✔️ „პარლამენტში შეიძლება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ“ – თალაკვაძე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here