More

    მშობელმა 3 ბიჭი უგონო მდგომარეობაში სასაფლაოსთან იპოვა – რა მოხდა ძნელისში

    spot_img
    სასწრაფო დახმარება

    მცხეთა-მთიანეთის სოფელ ძნელისში 3-მა ახალგაზრდამ გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო, რამაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა და კომა გამოიწვია.

    ორი ახალგაზრდა ამ დრომდე ჯეო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მესამე – მდგომარეობიდან გამოვიდა. ის პოლიციამ უკვე დაკითხა.

    არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთის მშობელმა ბიჭები უგონო მდგომარეობაში სასაფლაოსთან იპოვა.

    როგორ ტელეკომპანია „ფორმულას“ უყვებიან, ახალგაზრდებმა ნარკოტიკული ნივთიერება შავ ბაზარზე ნარკორეალიზატორთან შეიძინეს. თუმცა, ნივთიერება, რომელიც მათ შეუკვეთეს, სულ სხვა და ბევრად საშიში აღმოჩნდა

    წყარო: formulanews.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !