More

    მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის „ოქროს მოწმე“ გურამ ამირხანაშვილი იკითხება

    spot_img

    მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ოქროს მოწმე – გურამ ამირხანაშვილი გამოიკითხება. 

    პროკურატურის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილი საქმის პირდაპირი მოწმეა და ის ხუთ ბრალდებულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციას ფლობს.

    დაცვის მხარის მითითებით, კი გურამ ამირხანაშვილმა გამოძიებას და სასამართლოს უკვე მიაწოდა მისთვის ცნობილი ინფორმაცია მკვლელობასთან დაკავშირებით და იგი დღესაც დაადასტურებს იმავე ინფორმაციას.

    აღსანიშნავია, რომ პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთი სრულწლოვნის სასამართლო პროცესი იმართება.

    მათ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ძალადობას და ძალადობის ორგანიზებას ედავება.

    შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

    სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

    ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, მათ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here