More

    „მძიმე ცოდვა ჩაიდინეს, რომ ჯვრის ძალა დაგმეს“ – მეუფე სპირიდონი „რიონის ხეობის მცველებზე“

    spot_img
    მეუფე სპირიდონი

    25 მაისის „რიონის ხეობის მცველმა“ მაკა სულაძემ განაცხადა, რომ თბილისში მსვლელობაში ჯვრით აღარ მიიღებდა მონაწილეობას, ამის მიზეზად კი სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის უხერხული სიტუაციის არ შექმნა დაასახელა. 

    სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა თავის ქადაგებაში სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.

    სოციალურ ქსელში აღნიშნული ქადაგების ვიდეო 27 მაისით თარიღდება.

     

    მთავარეპისკოპოსის თქმით, ეს განცხადება ჯვრის ძალის დაგმობას გულისხმობს.

    „დღეში 9-ჯერ ვარ საცემი, ჩემი ცოდვების გამო, მაგრამ თქვენ რა?“ – მეუფე სპირიდონი

    „არ ვიცი, რით მოხდა ეს – უმეცრებით, გაუნათლებლობით თუ ურწმუნობით, ძალიან მძიმე ცოდვა ჩაიდინეს, რომ ჯვრის ძალა დაგმეს და ასეთი რამე იქნა ნათქვამი, რომ სხვებს არ ეწყინოთო, მე ამ სიმბოლოს – ჯვარს – აღარ ვატარებო.

    რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 1 წლის შემდეგ? რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? – მეუფე სპირიდონი

    ჯვარი სიმბოლო არ არის, ჯვარი ღვთის ძალაა, გამარჯვების და ძლევის იარაღი და როცა შენ შენი ნებით ამბობ უარს ჯვარზე და იძახი, ვიღაცას არ ეწყინოს და აღარ ვატარებო, შენი ნებით ამბობ უარს გამარჯვებაზე, ძლევაზე უარს და ჯვრის მგმობელების რიგში დგები“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !