More

    ნავთობის ფასი 11 თვის რეკორდს მიუახლოვდა

    spot_img

    ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. „Brent”-ის ტიპის ნავთობის ერთი ბარელის ფასმა ბირჟაზე 57.94 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო WTI-ის ნავთობის ფასი 55.26 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

    ნავთობის ფასი 11-თვიან რეკორდს მიუახლოვდა. მისი ფასი პანდემიის და ამით გამოწვეული შეზღუდვების გამო ძალზე შემცირებული იყო. ანალიტიკოსები ნავთობის ფასს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენას და ენერგომატარებლების ექსპორტიორი ქვეყნების მომავალ შეხვედრას უკავშირებენ, სადაც ნავთობის მოპოვების კვოტების განსაზღვრა უნდა მოხდეს. ასევე ფასის ზრდაზე აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამაც იმოქმედა, რომლის მიხედვით აშშ-ში ნავთობის და ბენზინის მარაგი შემცირებულია.

    გარდა ამისა, ექსპერტები აშშ-ის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე, მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დაწყებაზე და ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირების ღონისძიებებზე საუბრობენ, რამაც ნავთობის ფასის ზრდას ასევე ხელი შეუწყო.

    იხილეთ აგრეთვე:

    🎈 აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაზე ნავთობის მოპოვების საკითხზე მემორანდუმს ხელი მოაწერეს

    🎈 თურქეთსა და ნახიჩევანს შორის გაზსადენი აშენდება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here