More

    ნათია თურნავა: აქტიურად, ვიწყებთ შეხვედრებს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში უცხოელი ვაქცინირებული მოქალაქეების პირველი ჯგუფები

    spot_img

    ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ,  თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული ნეგატიური პასუხი, ან კოვიდ-ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

    მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ შემდეგი კვირიდან, ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით დაიწყოს შეხვედრები.

    „ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ შემდეგი კვირიდან, ძალიან აქტიურად, ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით დავიწყოთ შეხვედრები ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან, ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რომ გავაცნოთ მათ ეს ახალი წესები და გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები და დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში უხოელი მოქალაქეების პირველი ჯგუფები, პირველ რიგში ვაქცინირებული, რომელთაც სურთ დაათვალიერონ საქართველო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

    აგრეთვე წაიკითხეთ:👇

    👉 პირველი თებერვლიდან საქართველოში შემოსვლის წესები მარტივდება

    👉 პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები აღდგება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here