More

    ნათია თურნავა: მესმის, რომ რესტორნების პროტესტი შიდა პრობლემებით არის გამოწვეული

    spot_img

    „მესმის, რომ რესტორნების პროტესტი არ არის პოლიტიზირებული აქტი, ეს არის მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, გავხსნათ რესტორნები, მათ შორის, ღია სივრცეებიც“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა. 

    მისი თქმით, მიმდინარეობს დადებითობის მაჩვენებლის კონტროლი და სიტუაციის განვითარების შესაბამისად, რესტორნებს მუშაობის საშუალება აჭარის მსგავსად, სხვა რეგიონებშიც მიეცემათ.

    „ყოველკვირეულად ხდება ე.წ დადებითობის მაჩვენებლის კონტროლი, დღეს გვაქვს პოზიტიური ტენდენცია და ეს უნდა შევინარჩუნოთ. როგორც კი მოგვეცემა ამის საშუალება, აჭარის მსგავსად და აჭარა ნამდვილად კარგი მაგალითია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ეს სხვა რეგიონებზეც გავრცელდება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

    შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, პროტესტის ნიშნად, თბილისში არსებული 86 რესტორანი, 24 საათით, მიტანის სერვისს შეწყვეტს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here