More

    ნათია მერებაშვილი: ხშირად ბავშვები ვერ აცნობიერებენ, რომ დანაშაულის მსხვერპლები არიან, მაღალია მათ მიმართ ოჯახის წევრთა მხრიდან ძალადობის განხორციელების რისკიც

    spot_img

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის – #ნუწაართმევბავშვობას გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

    უწყების ცნობით, ღონისძიებას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი დაესწრო, რომელმაც იმ მწვავე პრობლემების შესახებ ისაუბრა, რაც ბავშვობის ასაკში ნაადრევ ქორწინებას ახლავს.

    საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, ბავშვობის ასაკში ქორწინება ზიანს აყენებს არასრულწლოვნის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

    „ხშირად ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ დანაშაულის მსხვერპლები არიან, მაღალია მათ მიმართ ოჯახის წევრთა მხრიდან ძალადობის განხორციელების რისკიც“, – აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.

    ღონისძიებაზე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა ბავშვობის ასაკში ქორწინების მძიმე შედეგებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ნაადრევი ქორწინება ბავშვის უფლებების დარღვევა, ქორწინების იძულება კი დანაშაულია. მათივე თქმით, ნაადრევი ქორწინება განსაკუთრებით მავნე ზეგავლენას გოგონებზე და ქალებზე ახდენს.

    „ბავშვობის ასაკში ქორწინება არათანაზომიერად ნეგატიურად აისახება გოგონებზე, ქორწინების მსხვერპლები უმეტეს შემთხვევაში განათლების, დასაქმების, პერსპექტივებისა და სოციალური კავშირების გარეშე რჩებიან. შესაბამისად, საჭიროა მუდმივად იქნეს დაცული ბავშვთა უფლებები, რათა ბავშვებმა იცხოვრონ ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია რეალური გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ამისათვის კი გოგონების და ქალების მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაცია და ძალადობა უნდა დასრულდეს, აღმოიფხვრას ისეთი მანვე პრაქტიკები, როგორიც ბავშვობის ასაკში ქორწინებაა.

    გახსნით ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,ლ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოში შვედეთის საელჩოს მისიის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ღონისძიებაზე ასევე, კლიპის #ნუწაართმევბავშვობას პრეზენტაცია გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !