More

    ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 8 პირი დააკავა

    spot_img
    დაკავება

    გუმათში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას რვა პირი დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის მოხდა.

    სოფელ გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება და რკინის ჯებირია აღმართული, რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება მოხდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუმათში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, კანონის მოთხოვნები დაიცვან და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

    რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

    მათ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნას კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილე და დოკუმენტაციაზე ხელმომწერი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაამატეს.

    23-25 მაისს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციები გამართეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !