More

    „ნარკოტიკის მოხმარება ადამიანის ციხეში წასვლას არ უნდა იწვევდეს“ – წულუკიანი

    spot_img

    „მოხმარება ადამიანის ციხეში წასვლას არ უნდა იწვევდეს, არა იმიტომ რომ ნარკოტიკი კარგია, არამედ ადამიანი როდესაც დაიწყებს მოხმარებას ე.ი. განათლების სისტემა ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, რაღაც ხდება სხვა, რასაც სხვანაირი მოვლა სჭირდება, ამ რეალობას სხვანაირი პასუხი სჭირდება“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

    წულუკიანმა ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯოს არა ნარკომომხმარებელი, არამედ ის პირები რომლებიც ნარკოტიკების რეალიზაციას ახორციელებენ.

    „ძალიან ბევრი ადამიანი ვინც მხარს უჭერს და ამ ადამიანების რიცხვში მეც მოვიაზრები, რომ დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის არსებობას საქართველოში მთავარი მიზანი ექნება ზიანის შემცირება.

    ეს რეალობაა ადამიანი, რომ ხდება ნარკომომხმარებელი, ეს არის რეალობა და ამის გაკიცხვა სისხლის სამართლებრივი წესით კარგავს ყველანაირ აზრს. ადამიანს სჭირდება სხვა ტიპის დახმარებები, მაგრამ მე ვერ ვეთანხმები იმ იდეას, რომ ასეთ ადამიანებს სჭირდება ციხე.

    ჩვენ ამ იდეოლოგიებიდან გამოსულები ვართ, ციხე და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა თუ ვინმეს სჭირდება, ეს არის გამსაღებელი და ყველა ის პირი, ვინც დაკავებულია ექსპორტით, გასაღებით, გადაყიდვით და ასე შემდეგ.

    ის ვინც არის მომხმარებელი მას სხვანაირი მიდგომა სჭირდება. ამ მიზნისკენ ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ვინაიდან არ ვარ იუსტიციის მინისტრი და არც იურიდიულ კომიტეტს ვხელმძღვანელობ, ჩემს თავს უფლებას მივცემ ამ საკითხზე ბოლოჯერ რაღაც ვთქვა.

    ვგულისხმობ ნარკომომხმარებლებს, მათ ორგანიზაციებს და იმ კლინიკებს, თუ ამას მოისმენენ არის შანსი იმისა, რომ ნარკოპოლიტიკა ერთ დღეს დაბალანსებული გახდეს საქართველოში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ გზაზე იდგმება ამის დაკნინების მცდელობა აქვთ. ამ ცდუნებას ვერ უძლებენ ხოლმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

    ინფორმაციისთვის:

    მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკაზე: ცვლილება შექმნის საფუძველს სამართლიანი სასჯელების გამოყენებისა და სამართლებრივი რეაგირებისთვის

    ✔️ რვა ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here