More

    ნატა ფერაძე დააჯარიმეს

    spot_img
    ნატა ფერაძე

    სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე გარემოს დანაგვიანების გამო დაჯარიმდა. მან ფურცლები წარწერით – „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“ პრეზიდენტის სასახლის ეზოში გადაყარა.

    „აქ ზის ქალი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად ითვლება, რომელსაც ერთი განცხადება არ გაუკეთებია დატყვევებულ ბავშვებზე. მოვუტანეთ, იქნებ აიღოს,“ – ამბობს ნატა ფერაძე ვიდეომიმართვაში.

    მომხდარის შემდეგ, ის ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააჯარიმეს, რაც 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას გულისხმობს. აღნიშნული სამართალდარღვევა კი, 80 ლარით ჯარიმდება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !