More

    „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ბევრს ვერაფერს შეცვლის – დავით ჩიხელიძე

    spot_img
    დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე - Digest.ge

    „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, გადაწყვეტილება რომელიც მათ მიიღეს ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ სახე დაკარგული აქვს. პარლამენტში შესვლის მიუხედავად ისინი გამარგინალებულ პოლიტიკურ ძალად რჩებიან, რომლისთვის უცხოა თანმიმდევრული, საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკა,“ – ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას.

    მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლით საკუთარი მარცხი და არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა:

    „როგორც განცხადებებიდან ირკვევა „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ხელი მოაწეროს მიშელის დოკუმენტს, რაც პარლამენტში მათ ყოფნას სიმბოლურ სახეს აძლევს, რადგან მათ არ ექნებათ მორალური უფლება, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ჯგუფის თუ კომიტეტის მუშაობაში. პარლამენტში შესვლით აღიარეს საკუთარი მარცხი და არჩევნების ლეგიტიმურობა. დღეს უკვე ნათლად დავინახეთ, რომ მათი პროტესტი იყო პროტესტი პროტესტისთვის, რეალობას და არგუმენტებს მოკლებული. სამწუხაროა, რომ საკუთარი სიჯიუტის გამო ქვეყანა დაზარალდა, მაგრამ ამასაც გავივლით, მთავარია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილი სახე, მათი ბუნება და მისწრაფებები ეს არის უკან წარსულისკენ, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს!“, – ამბობს ჩიხელიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !