More

    „ნაცმოძრაობას” უკვე გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში შემოსვლა, რადგან დაინახეს, რომ აქვთ ორი ალტერნატივა – ცუდი და უარესი – ირაკლი კობახიძე

    spot_img
    „ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

    „ნაციონალურ მოძრაობას უკვე გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში შემოსვლა, რადგან დაინახეს, რომ აქვთ ორი ალტერნატივა – ცუდი და უარესი – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრების კომენტირებისას.

    „ეს არის მარტივი პოლიტიკური ტრიუკი, რაც გასაგებია. მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა, რადგან დაინახეს, რომ აქვთ ორი ალტერნატივა – ერთი არის ცუდი, მეორე უარესი. მათთვის ცუდი არის შემოსვლა, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იქადნებოდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ პარლამენტში, უარესი არის არშემოსვლა, იმიტომ, რომ საერთოდ ყველაფერს კარგავენ. აქედან გამომდინარე, ცუდსა და უარესს შორის მიიღეს მათთვის ცუდი გადაწყვეტილება. მათ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა, დანარჩენი სუსტი პიარული გაფორმებაა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მათ უკვე მიღებული აქვთ,“ – აღნიშნა კობახიძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !