More

    „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიზანი გახარიას მაქსიმალური აქტუალიზაციაა – მამუკა მდინარაძე

    spot_img
    უმრავლესობის ლიდერი
მამუკა მდინარაძე

    „ნაცმოძრაობის სხვადასხვა ფრთის ტელევიზიების მიზანი?! პასუხის ჩემი ვერსიაა გიორგი გახარიას მაქსიმალური აქტუალიზაცია“,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. 

    „საოცრება ხდება, – კახა კალაძის პრეზენტაციის შემდეგ კომენტარზე დავდექი და…ტელეკომპანია „მთავარი“, – კითხვა გახარიაზე, მაწყვეტინებს „ფორმულა“, ორჯერ, ისიც გახარიას თემით, „ტვ 1“ ცდილობს დამატებით დასვას კითხვა, ისიც გახარიაზე, პასუხების მიუხედავად, ჟურნალისტებთან თხუთმეტწუთიანი კომუნიკაციის შემდეგ ავტომანქანამდე (რომელიც საკმაოდ მოშორებით გვეყენა), მაცილებს „ტვ 1“ დაჟინებული ჩაკითხვებით ისევ გახარიაზე… აღარ ვპასუხობ… „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ფრთის ტელევიზიების მიზანი?! პასუხის ჩემი ვერსიაა გიორგი გახარიას მაქსიმალური აქტუალიზაცია“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !