More

    „ნერვებმა ვერ გამიძლო, ამომასხა… ამოვიდა ყელში… ვინ შეავსო საქართველოს მხრიდან აპლიკაციის ფორმა?!“ – რაზეა გაბრაზებული ფხაკაძე?

    spot_img
    ფხაკაძე

    „ნერვებმა ვერ გამიძლო, ამომასხა… კითხვა მაქვს, ვინ შეავსო საქართველოს მხრიდან „გავიში“ აპლიკაციის ფორმა?!“ – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ ფეისბუკზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

    მისი თქმით, აშშ-ის მთავრობამ „ფაიზერთან“ ერთად გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომ ამერიკა ვაქცინებით დაეხმარება „კოვაქსის“ პლატფორმაზე არსებულ IMC ქვეყნებს – 92 სახელმწიფოს.

    მათთვის და ასევე აფრიკის კავშირის სახელმწიფოებისთვის იქნება გამოყოფილი 500 მლნ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა.

    „ვაქცინები გამოყოფილია IMC ქვეყნებისთვის.

    აგიხსნით, ეს რას ნიშნავს. როცა „კოვაქსი“ ჩამოყალიბდა, იქ გაწევრიანდნენ ორი ტიპის ქვეყნები: 1. ღარიბი სახელმწიფოები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად ვაქცინების შეძენა არ შეუძლიათ;

    2. თვითდაფინანსებაზე მყოფი ქვეყნები.

    მარტივად რომ გითხრათ, აპლიკაციაში ჩაწერეს, რომ ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, ვაქცინას ისედაც ვიყიდით, მაგრამ ბარემ „კოვაქსიდანაც“ რაღაცას ავიღებთო.

    და რა არის რეალობა?! – დღეს ვაქცინები არ გვაქვს, მივჩერებივართ „კოვაქსს“ და თანაც ჩამოვიტანეთ რაღაც გაურკვეველი ეტიმოლოგიის ჩინური ვაქცინები“, – აცხადებს ფხაკაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !