More

    ნიდერლანდებში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი დააკავეს

    spot_img

    ნიდერლანდების პოლიციამ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი, 57 წლის ცე ჩი ლოპი დააკავა. მას კიდევ „აზიელ ელ ჩაპოს“ უწოდებდნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

    პოლიციის ინფორმაციით, ცე ჩი ლოპი სათავეში უდგას ნარკოსინდიკატს, რომლის წლიური ბრუნვა 70 მლრდ აშშ. დოლარს შეადგენს. ნიდერლანდებში ის ავსტრალიის სამართალდამცველების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. ამ ადამიანის გავლით ავსტრალიაში ყველა ნარკოტიკის 70% ჩადის.

    „ცე ჩი ლოპი იგივე დონის ნარკობარონია, რაც ელ ჩაპო და პაბლო ესკობარი“ – განაცხადა გაეროს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა ჯერემი დუგლასმა.

    ცე ჩი ლოპი წარმოშობით ჩინელია. ამჟამად ის კანადის მოქალაქეა. ინტერპოლი ამ პირს 2019 წლიდან ეძებს. შესაბამისი პროცედურების შემდეგ ავსტრალიაში მისი ექსტრადირება მოხდება.

    ცნობისთვის, ელ ჩაპო მექსიკელი ნარკობარონია, რომელიც 2019 წელს აშშ-ში გაასამართლეს. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

    იხილეთ აგრეთვე:

    💈 ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

    💈 რვა ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here