More

    ნიდერლანდებში პოლიციას და მომიტინგეებს შორის მეორე დღეა შეტაკებები მიმდინარეობს (ვიდეო)

    spot_img

    ნიდერლანდებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილო ადამიანებმა საპროტესტო გამოსვლებს მეორე დღეა აწყობენ. არეულობის დროს დამწვარია რამდენიმე ავტომობილი, ჩამტვრეულია მაღაზიების ვიტრინები. ასევე აქციის მონაწილეებმა ხის საფეხმავლო ხიდები დაწვეს. ამის შესახებ npr.org იუწყება. 

    ქალაქ როტერდამში აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და პიროტექნიკული საშუალებები დაუშინეს. მათ ასევე რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს. პოლიციამ საპასუხოდ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით ადამიანია დაკავებული.

    ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ მომხდარს ძალადობა უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ასეთ ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს. “ამას მშვიდობიან პროტესტთან არაფერი აქვს საერთო“ – განაცხადა პრემიერმა.

    პანდემიის დაწყებიდან ნიდერლანდებში კორონავირუსის 952,950 შემთხვევა გამოვლინდა. 13,579 ადამიანი გარდაიცვალა.

    ასევე წაიკითხეთ:

    🚍 Moderna-ს ვაქცინა ახალი შტამის მიმართ ეფექტიანია

    🚍 არეულობა ნიდერლანდებში – მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here