More

    ნიკა მელია: სალომე ზურაბიშვილმაც კი აღიარა, რომ პარლამენტი ერთპარტიულია

    spot_img

    „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ქვეყნის პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდა, მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიეღო.

    „სალომე ზურაბიშვილმაც კი აღიარა, რომ პარლამენტი არის ერთპარტიული, არადა რომ ჰკითხოთ, იქ რამდენიმე პარტია უკვე შევიდა, ზოგი შედის. თუკი რამდენიმე ოპოზიციური პარტია შესულია, ქალბატონი სალომე რატომ საუბრობს, რომ მიუღებელია, სახელმწიფო ჰქონდეს ერთპარტიული პარლამენტი და ოპოზიცია არ იყოს იქ წარმოდგენილი.

    ანუ, თავადვე აღიარა და ვფიქრობ, რომ ეს არის ის სიმართლე, რომელიც საყოველთაოა. რეალური ოპოზიცია უარს ამბობს გაყალბებული არჩევნებისთვის მწვანე შუქის მიცემაზე. ახლა გაფორმება მოპარული არჩევნებისა, იქნება ღალატი ჩვენი შვილების და მომდევნო თაობებისა. დაუწერეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტექსტი და გაუგზავნეს მის პრესსამსახურს მეილით. მან უბრალოდ ბრიფინგი ჩაატარა. – განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ნიკა მელიამ.

    ინფორმაციისთვის, ხვალ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.

    იხილეთ აგრეთვე:

    ♦️შეუწყვეტს თუ არა „ქართული ოცნება“ 51 დეპუტატს უფლებამოსილებას? – საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

    ♦️საქართველოს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას მიმართავს

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !