More

    ნიკოლოზ მჭედლიშვილი ნიკა მელიაზე – სამართალი უნდა იყოს ყველასთვის ერთნაირი

    spot_img

    „ნიკანორ მელიას, რომელსაც შარშან წლის ბოლოს დამატებით 40.000 ლარის გადახდა დააკისრა სასამართლომ გირაოს სახით, თურმე ეს თანხა გადახდილი არ ჰქონია. ეს ბატონი და სხვა ოპოზიციონერებიც, დღე არ გავა, რომ არ მოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ „სახელმწიფო ჩამოშლილია“. ამ დროს კი თვითონ გამოდიან ქვეყნის კანონების პირველ დამრღვევ პირებად“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარის ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას.

    ექსპერტის შეფასებით, პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა ნიშნავდეს კანონზე მაღლა დგომას და ინდულგენციას ამ კანონების თავიდან აცილებაზე.

    მისივე თქმით, სამართალი უნდა იყოს ყველასთვის ერთნაირი.

    „ამერიკის სენატში ბრბოს შეჭრის ინციდენტს მთელი მსოფლიო გამოეხმაურა და „გადატრიალების მცდელობა“ უწოდეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქართული ოპოზიციური არხებიც კი იძულებულნი გახდნენ „ექსტრემისტები“ ეწოდებინათ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილი ხალხისათვის. მელიას ქონებაც აქვს და ფულიც, შეეძლო გადაეხადა, მაგრამ არ იხდის. მაგრამ მოუწევს“, – აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

    ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია 5 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით პროკურატურაში დაიბარეს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here