More

    ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

    spot_img

    საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, სადაც  ეუთოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მისი გამკლავების გზებზე ისმჯელეს.

    პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

    „გაიმართა დისკუსია თემაზე თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეუთოს, როგორც ორგანიზაციის ეფექტურობა. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება ეუთოში შიცვალოს ჰელსინკის აქტიდან 50 წლისთავზე იმისთვის, რომ ორგანიზაცია ახალი გამოწვევებისთვის უფრო ქმედითი გახდეს.

    ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, რომელიც კვლავაც გაგრძელდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here