More

    ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

    spot_img

    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საგარეო პოლიტიკის შესახებ, საპარლამენტო კავშირების გაძლიერებას, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების და საგარეო კომიტეტების ურთიერთობების ინტენსიფიკაციის გზით.

    „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარლამენტის რეზოლუციას. ასევე ვისაუბრეთ საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების საკითხსა და თანამშრომლობაზე როგორც საკომიტეტო, ასევე მეგობრობის ჯგუფების დონეზე, რაშიც ელჩმა თავის მხრივ დახმარება აღვიქვა. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ავსტრიის პოზიცია საქართველოს მხარდაჭერის მიმართ, მათ შორის, დეოკუპაციის საკითხში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

    შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here