More

    ნიკოლოზ სამხარაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

    spot_img

    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

    მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.

    შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაცხადებულ ამბიციურ სამომავლო გეგმას, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს.

    როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა განახორციელებს რეფორმებს და შეასრულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

    საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებას.

    ნიკოლოზ სამხარაძემ, დიპლომატს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

    მათივე ცნობით, შეხვედრისას, ხაზი გაესვა ევროკავშირის მისიის როლს პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის დაგეგმილ საარჩევნო რეფორმაზე.

    შეხვედრაზე, მხარეებმა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევები და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.

    ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here