More

    ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    spot_img

    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, მის პირველ მოადგილე გიორგი ხელაშვილთან ერთად, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიეგო კოლას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის, დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის ფარგლებში, საპარლამენტო განზომილების შექმნაზე.

    საუბარი ასევე, შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და ნატოში ინტეგრაციის საკითხებს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საგარეო პოლიტიკის შესახებ.

    „მადლობა გადავუხადეთ საფრანგეთს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, არამედ, იმისთვის, რომ ისინი ჩვენთან ერთად, საკმაოდ აქტიურად მუშაობენ არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

    ინფორმაციისთვიის, შეხვედრისას, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენები და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here