More

    ნორვეგია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

    spot_img

    ნორვეგია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს, რათა თავიდან აიცილოს კორონავირუსის ახალი შტამები, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა. 

    „პრაქტიკულად, საზღვარი დაიხურება ყველასთვის, ვინც არ ცხოვრობს ნორვეგიაში”, – აღნიშნა სოლბერგმა პრესკონფერენციაზე.

    მისი თქმით, შეზღუდვა არ შეეხება ქვეყანაში აუცილებელი მიზეზის გამო შემსვლელ პირებს.

    „რასაც ვხედავთ, არის ის, რომ მუტირებული ვირუსი მნიშვნელოვნად გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, ისევე, როგორც ნორვეგიაში, დანიასა და ბრიტანეთში“, – განაცხადა სოლბერგმა და დასძინა, სწორედ ეს არის ის მიზეზები, რის გამოც მივიღეთ აღნიშნული ზომები.

    პრემიერ მინისტრის თქმით, ნორვეგიაში კორონავირუსის ინფექციების დონის შემცირება ხდება.

    დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, ნორვეგიაში ახალი ინფექციების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 100000 მოსახლეზე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here