More

    „ნუ ჩამოიყვანთ თქვენს შვილებს აქ დასარჩენად, თორემ ინანებთ!“ – ქართველი ემიგრანტის ემოციური მიმართვა

    spot_img
    ემიგრანტი

    ქართველი ემიგრანტი მზაღო ოსიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

    „ჩვენ, ჩვენი თაობა კი დავბრუნდებით, ან ცოცხლები ან მკვდრები სამშობლოში, (ყველაფერი მოსალოდნელია)… მაგრამ ჩემო გულდაღლილო ემიგრანტებო, რომ ჩამოგვყავს ჩვენი შვილებიც აქ, ისინი უკან აღარ ბრუნდებიან და ასე ვუკარგავთ შვილებს ჩვენ სამშობლოს. ან თხოვდებიან, ან ქორწინდებიან უცხოელებზე, ან აქაური ცხოვრება ხიბლავთ და ასე რჩებიან სხვა ქვეყნებში.

    ასე დამემართა მეც და ახლა ვნანობ ისე, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ერთი შვილი მოვწყვიტე სამშობლოს და როგორც ვატყობ არც ფიქრობს დაბრუნებაზე საქართველოში.

    ჩემი რჩევა და თხოვნა იქნება:

    ნუ ჩამოიყვანთ თქვენს შვილებს აქ დასარჩენად,თორემ ინანებთ, ისე როგორც ახლა მე ვნანობ და ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის…

    თუ მაინცადამაინც ჩამოვლენ თქვენს სანახავად, ჩამოვიდნენ როგორც ტურისტები.. დაათვალიერონ ღირსშესანიშნაობები, მოესიყვარულეთ და გაუშვით უკან..

    ვიცი, გაგიჭირდებათ განშორება, მაგრამ დამიჯერეთ მერე უფრო ძნელი იქნება ის, რომ თქვენ დაბრუნდებით საქართველოში და თქვენი შვილი დარჩება უცხო ქვეყანაში სამუდამოდ და თქვენ იცხოვრებთ ისევ მონატრებული თქვენს შვილებს, როგორც აქამდე და სინანული არ მოგასვენებთ,“ – წერს მზაღო ოსიაშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !