More

    „ობიექტივი“ ეთერში ძალადობის კადრების ჩვენებისთვის 2 500 ლარით დაჯარიმდა

    spot_img
    კომუნიკაციების კომისია

    „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი გადაცემის განთავსების გამო 2500 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

    საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 23 აპრილს გასულ გადაცემა „სტუდია N8“-ს, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების წამების და გაუპატიურების კადრები.

    „გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაცემა ეთერში 23:00-23:05 დროის პერიოდში გავიდა, ტელეკომპანიამ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი და ძალადობის ამსახველი სცენების ახლო ხედით ჩვენება მაუწყებელს 6 საათიდან 24 საათამდე ეკრძალება.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა მაუწყებლებს ავალდებულებს დაიცვან გადაცემების კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კანონით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად განათავსონ.

    გამომდინარე იქიდან, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ჯარიმის სახით 2 500 ლარი დააკისრა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !