პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი ჟურნალისტის შეკითხვას რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით ასე გამოეხმაურა:
„დღეს ხელში გვიჭირავს საარჩევნო სისტემის რეფორმა, ოთხი ადამიანი არის გარეთ და ეს ყველაფერი არის მოლაპარაკების დამსახურება. ამიტომ ჩვენ გავაგრძელეთ ეს მოლაპარაკებები.
ყველას მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ დანარჩენ ყველა საკითხს რაც, მათთვის პრიორიტეტულია“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
იხილეთ აგრეთვე:
✔️„სწორი და პრინციპული გზა ავირჩიეთ“ – ლევან იოსელიანი
✔️„ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან
✔️მამუკა მდინარაძე: თუ შემოვლენ პარლამენტში, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნება კომისია