More

    ოკუპირებულ აფხაზეთში Sputnik V-ის მიღების თარიღი დასახელდა

    spot_img

    ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V თებერვალ-მარტში გამოჩნდება. ამის შესახებ ე.წ დეპუტატმა ალხას ჯინჯოლიამ „პარლამენტის“ სხდომაზე განაცხადა.

    მისი თქმით, რუსეთის დუმასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა რეგიონში ვაქცინის შეტანა დაჩქარდეს.

    ჯინჯოლიამ ასევე აღნიშნა, რომ Sputnik V-ის ეფექტიანობა დადასტურებულია.

    ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან ვაქცინის მიღების შესახებ მოთხოვნა რუსეთში 2020 წლის სექტემბრის ბოლოს გაიგზავნა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონი რუსეთისგან ვაქცინის ჯგუფს 15 – 20 ათას დოზას მიიღებს.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    „მიუღებელია, რომ საქართველოს მოსახლეობამ რუსული ვაქცინა გაიკეთოს“ – ბიძინა კულუმბეგოვი

    Lancet: Sputnik V-ს ვაქცინის ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს

    უკრაინაში რუსული ვაქცინის შეტანა აიკრძალა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here