More

    ოლიმპიურ სასახლეში რუსეთთან უშანსოდ დავმარცხდით – 0:4

    spot_img

    ფუტსალის ევრო 2022-ის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრები მეორე ტურის მატჩში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან რუსეთთან 0:4 დამარცხდა.

    რუსეთის ნაკრებმა ანგარიში მატჩის დაწყებიდან 5 წუთში გახსნა, როდესაც კარგად გათამაშებული კუთხური რომულომ გოლით დაასრულა, ხოლო მატჩის მე-10 წუთზე ნიაზოვმა დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომა არ გვაპატია – 0:2.

    საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და რუსების მეკარეს რამდენჯერმე მოუწია თავისი გუნდის გადარჩენა. თუმცა, ეს იყო და ეს, რუსეთის ნაკრებმა 28-ე და 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს დაცვაში ცუდი თამაში არ აპატია, ორჯერ გაიტანა და მატჩის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა – 0:4.

    საქართველოს ნაკრებს მეორე შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის თავზე 1 ქულა აქვს (პირველ ტურში საფრანგეთთან 4:4), ხოლო მომდევნო ორი მატჩს 5 და 9 მარტს სომხეთის ნაკრებთან ჯერ თბილისში და შემდეგ სტუმრად გამართავს.

    ცნობისთვის, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე ჩატარდება. მასპინძელს ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს. ნიდერლანდების გარდა, შესარჩევი ციკლის 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე გავა, ბოლო მე-16 მონაწილის ვინაობა კი უარეს ორ მეორეადგილოსანს შორის ორრაუნდიანი პლეი-ოფით გაირკვევა.

    საქართველო – რუსეთი 0:4 (0:2)

    გოლები: 0:1 რომულო (5), 0:2 ნიაზოვი (10), 0:3 დავიდოვი (28), 0:4 ნიაზოვი (33)

    საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
    მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ,თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

    წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვ, ლატვია), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი ), რონინიო (ხერსონი, უკრაინა).

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !