More

    „ოპოზიციას მანდატები „ქართულმა ოცნებამ“ 2 თებერვლის სხდომაზე არ უნდა შეუწყვიტოს“ – ელისაშვილი

    spot_img

    „მიგვაჩნია, რომ ოპოზიციას მანდატები „ქართულმა ოცნებამ“ 2 თებერვლის სხდომაზე არ უნდა შეუწყვიტოს“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

    ელისაშვილის თქმით, იმისათვის, რომ პროცედურები გაჯანსაღდეს ოპოზიცია სრულად უნდა ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში.

    „მემორანდუმი არის დოკუმენტი, სადაც ჩამოწერილია არჩევნების სანდოობის გარანტიები. ჩვენი ყველას სურვილი, რომ არჩევნებს ჰქონდეს შინაარსი, ამ დოკუმენტში წერია ყველაფერი.

    ეს არის ელექტრონული არჩევნების პრინციპები, რომ ხმის მთვლელი აპარატი იდგეს საარჩევნო უბანზე. 5 პოლიტპატიმრიდან 4 ადამიანი გამოშვებულია. ეს ადამიანები გამოშვებულია პოლიტიკური მოლაპარაკების შედეგად.

    იმისთვის, რომ ეს სია დაიხუროს და ყველა ადამიანი ვისზეც ვსაუბრობდით გარეთ იყოს, ამიტომ ოპოზიცია სრულად უნდა ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში და სხვებმაც მიიღონ მონაწილეობა, იბრძოლონ როგორც პოლიტმატიმრებისთვის ასევე პროცედურების გაჯანსაღებისთვის.

    მიგვაჩნია, რომ ოპოზიციას მანდატები „ქართულმა ოცნებამ“ 2 თებერვლის სხდომაზე არ უნდა შეუწყვიტოს. ეს ურთიერთობას ერთგვარად გააჯანსაღებს. კარგი იქნება დანარჩენი ოპოზიციისადმი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ ალეკო ელისაშვილი: რურუას საკითხს პარლამენტში დავაყენებთ

    ✔️ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here