More

    „ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული“ – სანდრო რაქვიაშვილი

    spot_img

    „ჩვენ პარლამენტს არ განვიხილავთ როგორც მიზანს, ეს არის ინსტრუმენტი უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისთვის, ამ შემთხვევაში, პროპორციული არჩევნებისთვის.“ – განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

    მისი თქმით, ოპოზიციამ დღემდე ვერ დაამტკიცა, რამხელა იყო გაყალბების მასშტაბი.

    „მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფაქტი ვიცით, არ გვაქვს დოკუმენტი/კვლევა, რომელიც გვეტყოდა, თუ რამდენი მანდატით შეიცვლებოდა შედეგი.“ – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

    იგი ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციის პირველი დავალება იყო, რომ დაემტკიცებინა გაყალბების მასშტაბი.

    „ჩვენ ვერაფერი დავუმტკიცეთ ელჩებს, ბოლო განცხადებები ცალსახად ამაზე მეტყველებს და ჩვენ ვერაფერი დავუმტკიცეთ ამომრჩეველს.“ – აღნიშნავს რაქვიაშვილი.

    მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრისას ისინი ერთმანეთის აზრს ეცნობიან.

    „მიხარია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ სათანადო კომუნიკაცია აღდგენილია.“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

    აგრეთვე იხილეთ:

    „არ გვინდა, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს“ – რაქვიაშვილი

    რაქვიაშვილი: საარჩევნო სისტემა თუ შეიცვლება, ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here