More

    ოპოზიციური ძალები და ბრალდებულები დაკავებულები იყვნენ გაცხადებით, რომ გარეჯი საქართველო არ არის – მიხეილ სარჯველაძე

    spot_img

    დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, ოპოზიცია და ბრალდებულები დაკავებულები იყვნენ იმის მტკიცებით, რომ აღნიშნული ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.

    სარჯველაძის თქმით, ორი ადამიანის გათავისუფლება პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ვერ იქნება.

    „როგორც ჩანს, მართლაც ძალიან დიდია მონდომება პირადად ამ ადამიანების მხრიდან და მისი ან მისგან მხარდაჭერილი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომ ვითარებას მაქსიმალურად მეტი პოლიტიკური ელფერი მიეცეს, რომ ინსინუაციების ან სპეკულაცების შედეგად ამ საქმეზე ჭეშმარიტება იყოს დაფარული საზოგადოებისთვის. საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი მოვისმინეთ გარდა იმისა, რაც სინამდვილის გარკვევას უნდა ემსახურებოდეს. ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით არცერთი დამაჯერებელი ახსნა არ მოგვისმენია და ოპოზიციური ძალები და უშუალოდ ბრალდებულებიც დაკავებულები იყვნენ იმის განცხადებით, რომ გარეჯი საქართველო არ არის. სრულიად საწინააღმდეგოს ვცდილობთ, რომ ჩვენ ავხსნათ და დავასაბუთოთ მტკიცებულებებით, რომელზეც იყო საუბარი ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ბრალდებაც ემყარებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს.

    სამწუხაროდ, ამ წუთში არავითარი შესაძლებლობა არ მაქვს, კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ან არჩადენის თაობაზე ვისაუბრო, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცხადია და ეს არ უკავშირდება უშუალოდ სამართალწარმოებას და კონკრეტული პირის ბრალეულობას. ის რაც გამოძიების პროცესიდან გახდა ჩვენთვის ცნობილი ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის, თვითონ ბრალდებულების განმარტება, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, მე ვფიქრობ, რომ მკაფიოდ არგუმენტირებულ საფუძველს იძლევა საქართველოსთვის, რომ ის მონაკვეთი რომელზეც ვსაუბრობთ, ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შემავალ ტერიტორიად,”- განაცხადა სარჯველაძემ.

    ინფორმაციისთვის, 28 იანვარს, ივერი მელაშვილმა ტვ პირველის გადაცემაში აღნიშნა, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის:

    „თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია, წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, თუ სამუშაო ვითარებაში გარკვევა გინდა, მაგიდები დაიდე, გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გინდა სხვა უწყებაში. შეიძლება ამ ყველაფრის გარკვევა, თუ გამოძიების წარმოება გინდა, არ არის აუცილებელი ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება – თურმე სადღაც რაღაც გვაქვს – არა ჩვენია, კი არ ამბობ, ეუბნები, რომ რაღაც, მოდი ვიმსჯელოთ. არა, გინდა თუ არა ჩვენია, ჩათვალეთ ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, თანხმდები და ნელ-ნელა მიყვები ამ ყველაფერს. როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია. როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“.

    👉 ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    👉 28 იანვარს ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

    აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

    „ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღო განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის

    გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო

    ვინც იქ იყავით და ხმა არ ამოიღეთ, ამ ნაძირალაზე უარესი ნაძირლები ხართ

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here