More

    ორი მანქანა ერთმანეთს შეასკდა, ორივე მძღოლი საავადმყოფოშია

    spot_img
    პატრულის მანქანა

    რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ნისანისა“ და „ლექსუსის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, ორივე მანქანის მძღოლი დაშავებულია.

    30 წლამდე მამაკაცები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

    როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !