More

    „ორსულობისას ქმარმა თავში ფეხები მირტყა… დაშორების შემდეგ სექსმუშაკი გავხდი“ – გაუხმაურებელი ამბავი

    spot_img

    პროექტი „ფემიციდი – ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ქალთა ძალადობის შესახებ სხვადასხვა ისტორიას ავრცელებს.

    „ოჯახის წევრებმა რომ გაიგონ, თურქეთში სექს-მუშაკად ვმუშაობ, შუბლში ან ტყვია მომხვდება ან ნაჯახი”,- ამბობს ნატა, 31 წლის, რომელიც მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევის შემდეგ ორი შვილით ქუჩაში დარჩენილი პროსტიტუციით ირჩენს თავს.

    „17 წლის ასაკში მოიტაცეს, ქმარი და დედამთილი სცემდნენ, მუცელი მოეშალა“ – უცნობი ამბავი

    ნატა ამბობს, რომ პროსტიტუციაში მას შემდეგ ჩაერთო, როცა ქმართან დაშორების შემდეგ, მისმა ოჯახმა უარყო და არ მიიღო.

    „პირველი ქორწინება ოჯახის გამო დავანგრიე, რადგან ჩემი მეუღლე სიღარიბის გამო არ მოსწონდათ. მეორე ქორწინებაში სამი თვის ორსული ვიყავი, რომ ქმარმა იძალადა, თავში ფეხები მირტყა, მოვხვდი საავადმყოფოში.

    ოჯახის წევრები და ნათესავები მეჩხუბებოდნენ, ბავშვი მომეშორებინა. ჩემს სოფელში ეს დიდი სირცხვილი იყო, რომ ყოფილი მეუღლისგან შვილი მყოლოდა. ორსულობა შევინარჩუნე. ოჯახის წევრებს ამ ბავშვის გაყიდვა უნდოდათ და რადგან ამას არ დავთანხმდი, ქუჩაში დავრჩი. თავშესაფარს ვეძებდი და ბავშვთან ერთად წელიწად-ნახევარი მონასტერში ვიცხოვრე. ოჯახმა რომ გაიგო, ცუდი გზა არ ავირჩე მომაკითხეს და დამაბრუნეს. დღესდღეობით მარტოხელა დედა ვარ და ორ შვილს დამოუკიდებლად ვზრდი”,- ამბობს ნატა.

    როგორც ნატა ჰყვება, საქართველოში ნორმალური სამუშაო რომ ვერ ნახა, თურქეთში წავიდა, სადაც მოგვიანებით პროსტიტუციაში ჩაერთო. მისი თქმით, პროსტიტუციაში ჩართვას მოჰყვა ნარკოტიკული საშუალებების მიღებაც.

    „თურქეთში ვმუშაობ უკვე მეოთხე წელია და ჩემს შვილებს მშობლებთან ვტოვებ. მე ვარჩენ შვილებსაც და ასევე, ჩემს მშობლებსა და დედ-მამიშვილებმაც, რომლებმაც ყველაზე რთულ პერიოდში მაქციეს ზურგი. თავიდან ფაბრიკაში სამუშაოდ წავედი, იქ ქართველი ქალების გარემოცვაში მოვხვდი, რომლებიც სექს-ბიზნესში იყვნენ ჩართული. მატერიალურად კარგად იყვნენ და მეუღლეებს ინახავდნენ. კაცები არც კი კითხულობდნენ, მათი ცოლები როგორ შოულობდნენ ფულს. მეც სექს-მუშაკად დავიწყე მუშაობა, ნარკოტიკის მოხმარება ჩვეულებრივი ამბავია ამ დროს. სექს-მუშაკი ისე ვერ გახდება ქალი, თუ კაიფში არ არის. ქალი ვინმეს დაუწვება ფხიზელი?

    „შუაღამისას რაღაც ფაჩუნმა გამაღვიძა, მეგობრის მამამ პირზე ხელი ამაფარა და გამაუპატიურა“ – გაუხმაურებელი ამბავი

    ცოტა რაღაცის ზემოქმედების ქვეშ უნდა იყო, ეს რომ გააკეთო. ვიცი, რომ სხვა გზა არაა ჩემი შვილების შესანახად. მე რომ საქართველოში დავრჩე, რა ხელფასი უნდა მომცენ იმდენი, რომ საკმარისი იყოს. მე ჩემს ორ შვილს მინდა ყველაფერი გავუკეთო, რაც ოჯახმა დამაკლო. ჩემი შვილები კი ვერასდროს გაიგებენ, მე ფულს როგორ ვშოულობ. ოჯახის წევრებმა კი რომ გაიგონ რაზე ვმუშაობ, შუბლში ან ნაჯახი მომხვდება და ან ტყვია“.

    ნატას თქმით, ექვსი თვის წინ შუამავალმა ის თურქ კაცს გაურიგა, რაშიც 3 ათასი დოლარი აიღო. “კაცი მდიდარია და მეც მაწყობდა მისი ცოლობა. მაგრამ ის ჩემზე მუდმივად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. სამი თვის წინ საქართველოში დავბრუნდი, გადავწყვიტე, იმ კაცთან აღარ დავბრუნდე. ამის გამო მემუქრება, მოგკლავო”, – ჰყვება ნატა.

    როგორც ნატა ამბობს, ძალადობა, დამცირება და გარიყულობა პროსტიტუციაში ჩართული ქალებისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს, ამ ქალებს არავინ იცავს.

    საქართველოში პროსტიტუციაში ჩართული ქალების მდგომარეობაზე ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის – “მოწყვლადი ქალების გაძლიერება დისკრიმინაციის დასაძლევად” ფარგლებში ორგანიზაცია “თანადგომამ” კვლევა ჩაატარა, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ ძალადობა ყველაზე მოწყვლად ქალებზე განსაკუთრებული სისასტიკით ვლინდება.

    ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ და სექს-ბიზნესში ჩართული ქალები ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. კვლევამ აჩვენა, რომ ამ ჯგუფის ქალებზე ძირითადად ძალადობენ პარტნიორები, ქმრები, ოჯახის წევრები და ასევე, სამართალდამცველები.

    ქმარმა ორსული ცოლი ურმის უღელში შეაბა და თოფის კონდახით სცემა – გაუხმაურებელი საქმე

    საქართველოში პროსტიტუციაში ჩართული ქალების რაოდენობა დაახლოებით 6875-ია. თუმცა, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული და კრიმინალიზებული არაა. ხოლო, ჰერა XXI კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით დღეისთვის 40 მილიონზე მეტი ადამიანია პროსტიტუციაში ჩართული. ზოგიერთ ქვეყანაში პროსტიტუცია კრიმინალიზებულია, ხოლო 20-ზე მეტ ქვეყანაში სექს-მუშაობა ლეგალური საქმიანობაა.

    დღესდღეობით კანონმდებლობით საქართველოში პროსტიტუცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ჯარიმით ისჯება. ხოლო, პროსტიტუციაში არასრულწლოვნის ჩართვა ანდა პროსტიტუციაში ჩართვა ძალადობის, შანტაჟით, მოტყუებით ან ქონების განადგურების მუქარით დასჯადი ქმედებაა. ასევე, კანონით ისჯება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა. (მუხლი 254, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი). ამ შემთხვევაში სასჯელი ჯარიმა, ან თავისუფლების აღკვეთაა ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !