More

    პანსიონს ბავშვები არ დატოვებენ – ნინოწმინდაში შეხვედრა დასრულდა

    spot_img
    ნინოწმინდა

    ნინოწმინდის პანსიონს ბავშვები არ დატოვებენ, ადგილზე დარჩებიან სოცმუშაკებიც, პანსიონში გამართული შეხვედრიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ განათლების კომიტეტის წევრები, რომლებმაც პირველი განცხადება გააკეთეს.

    დეპუტატები ამბობენ, რომ შეთანხმება შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ სოცმუშაკები და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელიც საპატრიარქოში შექმნილი კომისიის თავმჯდომარეა. მან არ გამორიცხა, რომ საკითხზე მსჯელობა იყოს სინოდის სხდომაზეც.

    „ამ წუთას შევთანხმდით იმაზე, რომ სოცმუშაკები დარჩებიან, ჩვენ ახლა გავემგზავრებით და გვექნება კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოცმუშაკების დიდი ნაწილი დღის განმავლობაში იმუშავებს, შედარებით მცირე ნაწილი დარჩება ღამე; კიდევ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს მუშაობა გაგრძელდება რამდენი ხანიც საჭირო იქნება,”- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

    ვაფასებთ ყველა ბავშვის საჭიროებას ინდივიდუალურად ამ ეტაპზე რაიმე დასკვნა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეუძლებელია, ჩვენ ვრჩებით ადგილზე, გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ. შედგება თითოეული ბავშვის შეფასება და შემდგომ დაიგეგმება ერთობლივი სამოქმედო გეგმ, რაც მნიშვნელოვანი იქნება მათი განვითარებისა და უფლებების დაცვისთვის,”- აღნიშნა ელენე მარტაშვილმა.

    რაც შეეხება სახალხო დამცველის პანსიონში შესვლის საკითხს, ეს თემა კვლავ ღიად რჩება და უცნობია, როდის შეძლებს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი პანსიონში შესვლას.

    შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები ხაზს უსვამდნენ იმას რომ აუცილებელია შემსუბუქდეს სტრესული ფონი. შალვა პაპუაშვილის თქმით, მთავარი საკითხებია, რომ ბავშვების უფლებები იყოს დაცული და საზოგადოებაში არ არსებობდეს ეჭვიც კი, რომ ეს უფლებები ირღვევა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს ორივე პრინციპი დაცულია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !