More

    პარიზში 300 მიგრანტი საბავშვო ბაღში შეიჭრა

    spot_img

    პარიზში 300-ზე მეტი მიგრანტი საბავშვო ბაღის ცარიელ შენობაში შეიჭრა. მათ სიცივისგან და კორონავირუსისგან დაცვა მოითხოვეს. ამის შესახებ lefigaro.fr იუწყება. 

    ამ ადამიანების დიდი ნაწილი ის მიგრანტია, ვინც ნოემბერში პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე კარვების ქალაქი გაშალა. მაშინ პოლიციამ აქცია დაშალა.

    როგორც პარიზის მერიაში განაცხადეს, ამ ადამიანებს სკოლების ორ სპორტულ დარბაზში გადაიყვანეს. ვინაიდან საბავშვო ბაღის შენობას გათბობა არა აქვს და იქ ღამის გატარება უსაფრთხო არ არის.

    საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩადიან. მათი ნაწილი საბრძოლო მოქმედებების გამო გარბის, ნაწილი კი გაუსაძლის სოციალურ პირობებს აფარებს თავს.

    ასევე წაიკითხეთ:

    🔮 საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი გამოცხადდა

    🔮 საფრანგეთის პრემიერი გახარიას: მობილიზებულები ვართ დაგეხმაროთ ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირების გაძლიერებაში

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here