More

    „პარლამენტის თავმჯდომარისგან მაინტერესებს, აპირებს თუ არა მთავრობას ქამრები შემოუჭიროს“ – ალეკო ელისაშვილი

    spot_img

    „მაინტერესებს რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, აწი რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა, რამდენად კრიტიკული იქნება მთავრობის მიმართ, რამდენად მომთხოვნი იქნება. საინტერესოა, პარლამენტის თავმჯდომარე  აპირებს თუ შემოუჭიროს ქამრები მთავრობას და პარლამენტს“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. 

    მისი თქმით, პარლამენტი მთავრობის მიმართ მეტად მომთხოვნი უნდა გახდეს.

    „ყველაფერზე ძალიან მკაცრად უნდა მოსთხოვოს პასუხი პარლამენტმა მთავრობას, მათ შორის იმაზეც, რომ ხელგაშლილად არ უნდა ცხოვრობდეს ღარიბი, ღატაკი ქვეყნის მთავრობა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

    ინფორმაციისთვის, მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ანგარიშს ისმენენ. პლენარულ სხდომას მთავრობა პრემიერ-მინისტრთან ერთად და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here