More

    პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება

    spot_img

    დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმაზე, რომ როდესაც მაგალითად პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    პრემიერის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ.

    „ყველაფერი ეს, თითოეული ეს ნაბიჯი ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას. არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის, არამედ ბიზნესის, კონკრეტული კომპანიების და ყველა სახის ორგანიზაციის. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ.

    ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმაზე, რომ როდესაც მაგალითად პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს.

    ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ უფრო ეფექტური რამ პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე და დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაციაა, ვერ მოიგონა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია,“-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

    აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

    👉 საქართველოში ბაზრობები 8 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ

    👉 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

    👉 ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here